ფეხბურთი

10:55 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვა სამშაბათს დაბრუნდება

 

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მკურნალობის კურსს ასრულებს. Barcastuff-ის ცნობით, 43 წლის სპეციალისტი კატალონიაში სამშაბათს ჩაფრინდება.

სადღეისოდ, ვილანოვა კვლავ ნიუ იორკში იმყოფება და ექიმებთან დასკვნით კონსულტაციებს გადის. მოსალოდნელია, რომ კატალონიელი თავის გუნდს ვიგოს “სელტასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა ბარსელონაში ჩასვლისთანავე გამართავს კლუბის ხელმძღვანელებთან ხანგრძლივ საუბარს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული.

0.111672