ფეხბურთი

17:58 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვილანოვა, ჩავი და ალბა პარიზში მიემგზავრებიან

 კატალონიის “ბარსელონას” ბანაკში კარგი ამბებია – მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა, ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი და მცველი ჟორდი ალბა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზად არიან. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ჩავი და ალბა სანაკრებო პაუზების დროს დაშავდნენ და გუნდში მცირე დაზიანებებით დაბრუნდნენ. ამის გამო, მათ ვიგოს “სელტასთან” მატჩის (2:2) გამოტოვება მოუწიათ. რაც შეეხება ვილანოვას, მოგეხსენებათ, კატალონიელთა მესაჭე ნიუ იორკში მკურნალობდა და “ბარსაში” მის მოვალეობებს ჟორდი როურა ასრულებდა.

სადღეისოდ, სამივე მათგანი სრულ მზადყოფნაშია. ვილანოვამ გუნდი უკვე ავარჯიშა და ორშაბათს, კატალონიელებს პარიზშიც გაჰყვება. აქვე შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და “ბარსელონას” დაპირისპირება სამშაბათს შედგება.

0.115117