“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული მცველი ნემანია ვიდიჩი თავის გუნდს აზიურ შეკრებაზე დაუბრუნდება. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ოფიციალური საიტი იუწყება.
ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, სერბს წინასასეზონო შეკრება უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ინგლისელთათვის საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ვიდიჩის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სულ მალე, მცველი სრულად გამოჯანრმთელდება.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ვიდიჩმა 19 მატჩი ჩაატარა და გოლით გამოირჩა.