ფეხბურთი

18:41 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩს ახალი კონტრაქტი ელის

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ კლუბი უკანახაზელ ნემანია ვიდიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. დიდი ალბათობით, სერბი მცველი უარს არ იტყვის და ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

“არც კი ვიცოდი, კონტრაქტი რომ ეწურებოდა. დარწმუნებული ვარ, კლუბის ხელმძღვანელობა ამაზე მუშაობს. ვიდიჩი არ დაბერებულა. ის საუკეთესოა იმ მცველთა შორის, ვისთანაც მიმუშავია”, - განუცხადა მოიესმა Sportske.net-ს.

შეგახსენებთ, რომ ვიდიჩი მანჩესტერელთა ღირსებას 2006 წლიდან იცავს. მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 100 ათასი გირვანქა სტერლინგია.

 

0.134082