ფეხბურთი

19:01 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩისთვის მთავარი ტიტულის შენარჩუნებაა

 

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ნემანია ვიდიჩი მიიჩნევს, რომ მომხდარი ცვლილებების ფონზე, კლუბს წარმატების მიღწევის სურვილი არ დაუკავრგავს. მანჩესტერულ კლუბში დევიდ მოიესის ერა დაიწყო, თუმცა გულშემატკივრები და სპეციალისტები შოტლანდიელს სკეპტიკურად უყურებენ.

"ჩვენ ყოველთვის უნდა შევძლოთ ჩემპიონატის მოგება, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მწვრთნელი და მოთამაშეები. "იუნაიტედის" შანსების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, მოვიგეთ ქვეყნის სუპერთასი. კონკურენცია გაიზარდა, გამოწვევა მიღებულია და უნდა შევძლოთ ჩემპიონობის შენარჩუნება", _ განუცხადა MUTV-ის მანჩესტერის სერბმა მცველმა.

ვიდიჩს ასევე მიაჩნია, რომ "მანჩესტერს" გულშემატკივრების მხარდაჭერა ახლა უფრო სჭირდება, განსაკუთრებით გასვლით მატჩებში.

 

გიორგი ბალახაძე  

0.114225