ფეხბურთი

17:29 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი “იუვესთან” შემოდგომაზე გაახანგრძლივებს

 

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბთან კონტრაქტს დაახლოებით 1 თვეში გაახანგრძლივებს. Calciomercato.it-ის ცნობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე უკვე შეთანხმებულნი არიან.

“ტურინში ვრჩები. კონტრაქტს სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გავახანგრძლივებ. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია”, - განაცხადა ჩილელმა.

ცნობისათვის, ვიდალს ტურინელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. ახალი ხელშეკრულების ძალით, სამხრეთამერიკელი “ბებერ სინიორაში” 2018 წლამდე ითამაშებს. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
1.381765