“იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი აცხადებს, რომ ის ტურინულ გუნდში დარჩენას და “ბებერ სინიორასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს.
“სხვა გუნდების ინტერესი? ტურინში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ეს არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: აქ ბედნიერი ვარ.
“იუვენტუსში” ვრჩები, რადგან კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგის მოგება მთხოვა.” – ციტირებს ვიდალის სიტყვებს FourFourTwo.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ჩილელი ნახევარმცველის შეძენის სურვილს ესპანური გრანდები, “ბარსელონა” და “რეალი” გამოთქვამენ.