ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბთან კონტრაქტს შემდეგ თვეში გაახანგრძლივებს. Football Italia-ს ცნობით, ჩილელი “ბებერ სინიორაში” 2017 წლამდე დარჩება.
ტურინელები ვიდალს წლიურ ანაზღაურებას 3.7 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაუზრდიან. თავად ნახევარმცველი კიდევ 500 ათასი ევროს დამატებას ითხოვს, მაგრამ იტალიელები, ჯერჯერობით, უარზე არიან. მიუხედავად ამისა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებენ.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ვიდალმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლით გამოირჩა.