წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი, რომელსაც ინგლისში მწვრთნელადაც უმუშავია, აცხადებს, რომ იტალიის ჩემპიონატში მუშაობის შემთხვევაში, დევიდ მოიესი უკვე დათხოვნილი იქნებოდა.
“იტალიაში, მწვრთნელებს მხოლოდ შედეგებით აფასებენ. სერია A-ში მუშაობით სიამოვნებას ვერასდროს მიიღებ.
ვფიქრობ, იტალიაში მუშაობის შემთხვევაში, მოიესს თანამდებობიდან უკვე 3-ჯერ გაათავისუფლებდნენ. პრემიერლიგაში, მწვრთნელებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის მეტი დრო აქვთ. გარდა ამისა, ინგლისური კლუბების ხელმძღვანელები არ ფიქრობენ, რომ ისინი ფეხბურთში მწვრთნელებზე მეტად ერკვევიან.” – ციტირებს ვიალის სიტყვებს BBC.