კალათბურთი

14:01 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერან კალათბურთელებთან შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში” გაიმართება

როგორც კალათბურთის ფედერაციის გამგეობის დღევანდელ განცხადებაში იყო მითითებული, ქართული საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება. ამ ეტაპზე გადაწყდა პირველი შეხვედრის დრო და ადგილი.

4 ოქტომბერს, კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები ვეტერან კალათბურთელებს შეხვდებიან. შეხვედრა გაიმართება სასტუმრო ”რედისონის” საპრესკონფერენციო დარბაზში, 16:00 საათზე.

ყველა ვეტერან კალათბურთელს, რომელიც დაინტერესებულია ქართულ კალათბურთში დღესდღეობით მიმდინარე პროცესებით, ვთხოვთ, მობრძანდეს აღნიშნულ შეხვედრაზე.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117435