შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერის” ფორვარდი დიეგო მილიტო ლონდონურ “ვესტ ჰემში” გადაბარგდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.
ტრავმებით გატანჯულ არგენტინელს “ნერაძურისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მილანელთა სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ თავდამსხმელი ზამთარში გაყიდოს და ტრანსფერით თანხა გამოიმუშავოს.
თავის მხრივ, “ვესტ ჰემის” თავკაცი სემ ელერდაისი ტრავმირებული ენდი კეროლის გამოჯანრმთელებას ელის და მილიტოც სწორედ მასთან შესაწყვილებლად სურს.