ფეხბურთი

21:45 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემს” მბაიე ნიანგის დამატების იმედი აქვს

ინგლისურ “ვესტ ჰემს” “მილანის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მბაიე ნიანგის არენდით აყვანის იმედი აქვს.

“იმედი გვაქვს თავდამსხმელთან კონტრაქტს უკვე მომდევნო კვირაში გავაფორმებთ.” – აცხადებს “ვესტ ჰემის” აღმასრულებელი დირექტორი დევიდ სალივანი.

მბაიე ნიანგი “კანიდან” მილანში” 2012 წელს გადავიდა. სერია A-ში ჩატარებულ 28 თამაშში მან გოლის გატანა ვერ მოახერხა. 2013-14 წლების სეზონის მე-2 ნახევარი 19 წლის ფრანგმა შემტევმა “მონპელიეში” გაატარა, რომლის მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.128365