ლონდონის “ვესტ ჰემს”, თურქული “ბეშიქთაშიდან” პორტუგალიელი თავდამსხმელის, უგო ალმეიდას შეძენა სურს.
Turkish Football-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “ჩაქუჩები” სტამბოლელებს 3,5 მილიონ ევროს სთავაზობენ. “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელობა ამ წინადადებას იხილავს და უმთავრეს საფიქრალად, მისი შემცვლელის მოძიება აქვს. თურქულ გრანდშირ შესაძლო გადამსვლელებს შორის, პრემიერლიგის წარმომადგენლები, ჯერმეინ დეფო და ემანუელ ადებაიორი ითვლებიან.
“ვესტ ჰემმა” კარლტონ კოულთან თანამშრომლობა შეწყვიტა, ხოლო ველინგტონი და მარუან შანახი, განათხოვრების ვადის ამოწურვის შემდეგ, საკუთარ კლუბებს დაუბრუნდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ ლონდონელები კვალიფიციური თავდამსხმელის შეძენით.
“ალმეიდასთან დაკავშირებით, მიღებულ წინადადებას განვიხილავთ. ამის საფუძველს ის ფაქტიც გვაძლევს, რომ მასთან, პირად ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”, – განაცხადა თურქული კლუბის დირექტორმა.
“არავისთვისაა საიდუმლო, რომ ინგლისის, ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაში მსურს. ამის შესახებ, უკვე არაერთხელ განვაცხადე”, – თავის მხრივ ამბობს ალმეიდა, რომელმაც თურქული სუპერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.