ფეხბურთი

18:11 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” ქეროლი რეკორდულ თანხად შეიძინა

“ვესტ ჰემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ აქამდე “ლივერპულის” საკუთრებაში მყოფი 24 წლის თავდამსხმელი ენდი ქეროლი ლონდონელთა სრულფასოვანი წევრი გახდა.

“ჩაქუჩების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქეროლმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელების პერსპექტივით. დადასტურებული ინფორმაციით, ლონდონელები თავდამსხმელში კლუბისთვის სარეკორდო თანხას გადაიხდიან. სატრანსფერო თანხასთან დაკავშიერებით უფრო დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად არ ვრცელდება. ინგლისური პრესის ცნობით, ქეროლი “ვესტ ჰემს” დაახლოებით 15 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ენდი ქეროლი “ვესტ ჰემში” გასულ სეზონშიც თამაშობდა, ოღონდ არენდით. მან ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 23 თამაშში 7 გოლი გაიტანა. 

0.119058