მომდევნო სეზონისთვის, ინგლისური “ვესტ ჰემი” შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. The Times-ის ცნობით, ლონდონელებს “ჩელსის” ფორვარდის – დემბა ბასა და “მანჩესტერელი” უილფრიდ ზაას იჯარით აყვანა სურთ.
საგულისხმოა, რომ “ვესტ ჰემს” “არისტოკრატთა” კიდევ ერთი შემტევის – რომელუ ლუკაკუს იჯარით აყვანა სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.
შეგახსენებთ, რომ დემბა ბა “ჩელსიში” იანვარში, “ნიუკასლიდან” გადავიდა. რაც შეეხება ზაას, მანჩესტერელებმა შემტევი “კრისტალ პალასისგან” შეიძინეს.