კალათბურთი

16:36 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვესელი და ერდენი “ფენერბაჰჩეს” დაუახლოვდნენ

ჩეხი იან ვესელი და თურქი სემიჰ ერდენი უახლოეს პერიოდში სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” კონტრაქტებს გააფორმებენ. აღნიშნულ კალათბურთელებთან მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა და ხელშეკრულებათა გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას.

შეგახსენებთ, რომ ვესელიმ გასული 3 სეზონი ნბა-ში გაატარა და “ვაშინგტონის” და “დენვერის” მაისურით 161 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 3.7 ქულა და 3.5 მოხსნა გახლდათ. იანი 2011 წლის დრაფტზე მე-6 ნომრად იქნა არჩეული, თუმცა, მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა.

რაც შეეხება ერდენს, იგი წინა სეზონში კიდევ ერთ თურქულ გრანდ “ეფეს პილსენში” თამაშობდა და ევროლიგაში საშუალოდ 6.6 ქულას აგროვებდა.

თუკი ისევ ვესელის დავუბრუნდებით, შეგახსენებთ, რომ იგი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს უმთავრეს მეტოქე ჩეხეთის ლიდერია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ამ ზაფხულს ნაკრებში თამაშს არ აპირებს.

0.119197