ფეხბურთი

18:05 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერონმა "ესტუდიანტესის" პრეზიდენტობის სურვილი დაადასტურა

 

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხუან სებასტიან ვერონი, "ესტუდიანტესის" პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის. აღნიშნული ინფორმაცია თავად 39 წლის ვერონმა დაადასტურა.

"ესტუდიანტესის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. ჩემი სურვილია, კლუბი გავაუმჯობესო და მოდერნიზებული გავხადო. გადაწყვეტილება უცაბედად არ მიმიღია და ამ იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობ." _ განაცხადა ვერონმა.

არგენტინული კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ენრიკე ლომბარდია. "ესტუდიანტესის" საპრეზიდენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

0.120028