არგენტინული “ესტუდიანტესის” 39 წლის ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი ადასტურებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
“ივნისში ფეხბურთის თამაშს შევწყვეტ, რადგან სხვა საქმით დაკავება მინდა. რეალობის გათვალისწინებით, ფეხბურთელი ხვდები, რომ სხვა გზით სიარულის დროს მოვიდა.
არგენტინული სპორტისთვის ფართომასშტაბიანი პროექტი მაქვს, რომელიც ფეხბურთის საზღვრებს სცილდება. სპორტსმენმა უნდა იზრუნოს ბავშვების აღზრდაზეც, რომლებიც ჩვენს მომავალს წარმოადგენენ.” – ციტირებს ვერონის სიტყვებს Telam-ი.