ხუან სებასტიან ვერონმა დიდ ფეხბურთში დაბრუნების სურვილის გამხელიდან ორიოდ დღეში ოფიციალური კონტრაქტიც გააფორმა. არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში “ესტუდიანტესში” ითამაშებს – იმ კლუბში, რომლის რიგებშიც შარშან ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
“ესტუდიანტესის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 38 წლის ფეხბურთელს გუნდისთვის დახმარების გაწევა ჯერაც შეუძლია.