ხუან სებასტიან ვერონმა დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კარიერა შარშან, მსობლიურ კლუბ “ესტუდიანტესში” დაასრულა, მაგრამ მალევე განაცხადა, რომ საყვარელი პროფესიის გარეშე ძალიან უჭირდა და ახლახან ვარჯიში ისევ დაიწყო.
“კარგად ვიცი, რომ ძველებურად ვეღარ ვითამაშებ, მაგრამ ისეთი მოტივირებული ვარ, ფეხბურთში ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი”, – ციტირებს 38 წლის ვერონის სიტყვებს ერთ-ერთი სამხრეთამერიკული გამოცემა.