ფეხბურთი

12:30 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერი” კონტენტოს აღარ შეიძენს

 

ბრემენის “ვერდერმა” მიუნხენის “ბაიერნიდან” განაპირა მცველის დიეგო კონტენტოს შეძენის იდეაზე ხელი აიღო.

Sky Sports-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელს მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, მაგრამ ის სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლის სურვილი თავად გამოთქვა.

ბრემენელები დიდი ხანია ცდილობენ ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას, მაგრამ “ბაიერნის” ხელმძღვანელობისგან მუდამ უარს იღებდნენ, რამაც საბოლოოდ “მუსიკოსებს” ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე ხელი ააღებინა.

“ცოტა ხნის წინათ “ბაიერნისგან” ჩვენს შეთავაზებაზე პასუხი მივიღეთ. მიუნხენელებმა განაცხადეს, რომ კონტენტოსთან განსაშორებლად მზად არ არიან. ამრიგად, ჩვენ მათთან დიეგოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება შევწყვიტეთ” - განაცხადა “ვერდერის” გენერალურმა დირექტორმა ტომას ეიხინმა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111379