ფეხბურთი

10:50 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს რუნიც სურს და სუარესიც

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს. Mail on Sunday-ს ცნობით, “მეთოფეებს” ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად ორი ვარსკვლავის – ლუის სუარესისა და უეინ რუნის შეძენა სურთ.

მოგეხსენებათ, ლონდონელები ხსენებული ფეხბურთელების შეძენას ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ზამთარში, “არსენალის” მთავარი მიზანი “ლივერპულელი” სუარესი იქნება, რომლის სანაცვლოდაც, ლონდონელები 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.

თუკი ეს ტრანსფერი შედგება, “არსენალი” “მანჩესტერელ” რუნიზე ხელს მაინც არ ჩაიქნევს და მის ყიდვასაც შეეცდება. 

 

0.127184