ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი ზამთრის სატრანსფერო სეზონისთვის გეგმებს აწყობს. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი “ფულემის” ფორვარდის – დიმიტარ ბერბატოვის მიწვევას გეგმავს.
“არსენალი” ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ზამთარში გაძლიერებაც ამიტომ სურს. ვენგერი ხმაურიან და ძვირადღირებულ ტრანსფერებს ერიდება და 32 წლის ბულგარელის კანდიდატურაც ამიტომ შეარჩია.
თავის მხრივ, ბერბატოვმა “ფულემის” მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და სამწვრთნელო შტაბის არცთუ დიდი ნდობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, “ფულემმა” ბულგარელი იოლად დათმოს.