ფეხბურთი

11:45 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა მიჩუ ბერგკამპს შეადარა

ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა “სუონსის” ესპანელი შემტევი მიჩუ ლეგენდარულ ჰოლანდიელს – დენის ბერგკამპს შეადარა. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა Wales Online-სთან ისაუბრა.

“მიჩუს მოედანზე თავდამსხმელის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია და შემტევი ნახევარმცველისაც. მას ბერგკამპს შევადარებდი. მიჩუს უნივერსალურობის წყალობით, გუნდს 4-4-1-1, ან 4-4-2 ტაქტიკური სქემით თამაში თავისუფლად შეუძლია”, - განაცხადა ვენგერმა.

რამდენადაც ცნობილია, “არსენალი” მიჩუს შეძენით დაინტერესებულია. ლონდონელები ესპანელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119794