ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩის დაწყებამდე მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ხელი არ ჩამოართვა. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
ფრანგი სპეციალისტის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. “ბაიერნის” ხელმძღვანელობას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია და ვენგერის საქციელით გაკვირვებულია.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” “არსენალს” 2:0 სძლია.