ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბრობს.
ლონდონელთა ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმაელენმა ტრავმა გასულ თვეში მიიღო. ივარაუდებოდა, რომ 27 წლის ფეხბურთელი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მკურნალობის პერიოდი დაახლოებით ერთი თვით შემცირდა. “ვერმაელენი ექვს კვირაში დგვიბრუნდება, ხოლო ნაჩო მონრეალი ვარჯიშს უკვე ორშაბათს დაიწყებს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.