ფეხბურთი

11:51 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “უილშირს სერიოზულად უნდა დაველაპარაკო”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ არ სურს მისი გუნდის ნახევარმცველის, ჯეკ უილშირის არასპორტული საქციელი საჯაროდ განიხილოს, თუმცა აპირებს მას სერიოზულად დაელაპარაკოს.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინათ ინგლისურ ტაბლოიდებში უილშირის ფოტოები გამოჩნდა, სადაც ის აუზში შამპანურს სვამს და სიგარეტს ეწევა.

“ვიცი, როგორ ჩნდება ასეთი სურათები, - უთხრა ვენგერმა Daily Mail-ს – უილშირთან სერიოზული საუბარი მომიწევს, რათა გავარკვიო სინამდვილეში რა მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ საჯაროდ ვილაპარაკო თუ არა ამ საკითხზე”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161308