ფეხბურთი

18:44 | 12.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “შეუძლებელი არაფერია”

 

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, “ბაიერნთან” გასამართი მატჩის წინ აცხადებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ლონდონში, “არსენალმა” 1:3 წააგო და განმეორებითი მატჩის წინ, “მეთოფეები” ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგანან, მაგრამ გუნდის ფრანგი დამრიგებლის აზრით, დადებითი შედეგის დაფიქსირება შესაძლებელია.

“შეუძლებელი არაფერია. მთავარია, თამაშს სათანადო განწყობით მივუდგეთ და მეტოქეს საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა ვაიძულოთ. ეს თუ მოვახერხეთ, შანსი გაგვიჩნდება.

ამასთანავე, საჭიროა, სიტუაცია რეალურად შევაფასოთ. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თამაში 30 წუთს გრძელდება და თავიდანვე შეტევაში წავიდეთ. სწორად და ყურადღებით მოქმედებაა საჭირო.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ვებგვერდი.

0.120356