ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ, “სანდერლენდთან” გასამართ შეხვედრაში, გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება.
“ფიზიკურად ძალიან ძნელია კვირაში 3 მატჩი ჩაატარო და სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ თამაშზე ადაპტაცია მოახდინო.
შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. თუ რამდენად მასშტაბური იქნება ეს ცვლილებები, ამას დღეს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ.
რაც შეეხება საკადრო პრობლემებს – გიბსი ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს, ხოლო არტეტა გვიბრუნდება.” – განაცხადა ვენგერმა შაბათს გასამართი მატჩის წინ.