ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – უეინ რუნის შეძენის წინააღმდეგი არაა. ტელეკომპანია “ალ ჯაზირას” ეთერში საუბრისას, ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “შრეკთან” დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
“რუნი ნებისმიერი კლუბისთვის საინტერესო შენაძენი იქნება. უარს რატომ ვიტყვით? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყურადღებით ვართ”, - განაცხადა ვენგერმა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, რუნიმ 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი მიითვალა.