ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი აარონ რემზისგან ასეთ შედეგიან თამაშს არ ელოდა. ფრანგმა სპეციალისტმა უელსელი ნახევარმცველის შესახებ The Guardian-თან ისაუბრა.
“სიმართლე გითხრათ, რემზისგან ამდენ გოლს არ ველოდი. ახლა, უელსელი გაცილებით ტექნიკურად თამაშობს პასის კულტურაც გაუუმჯობესდა. აარონი მეტოქის საჯარიმოში პოზიციას სწორად არჩევს. გოლები ხან გადის, ხან არა. დგება პერიოდი, როცა ბევრს იტან, ხანდახან კი, ვერ გაგაქვს. ამრიგად, ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ რემზიმ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა”, - განაცხადა ვენგერმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში, რემზიმ 6 გოლი მიითვალა.