ფეხბურთი

20:02 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “მერტეზაკერის უპირატესობა პოზიციური თამაშია”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის ცენტრალურ მცველს, პერ მერტეზაკერს აქებს და აცხადებს, რომ კონკურენტებთან გერმანელის უპირატესობა პოზიციური თამაშია.

“შესაძლოა, პერი მოედანზე ელეგანტურად არ გამოიყურება, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მერტეზაკერი ბრწყინვალედ უგებს ვერმაელენსა და კოსელნის. ამასთანავე, ის მათზე უკეთესია პოზიციურ თამაშში.

ჩემს განკარგულებაში 3 მაღალი დონის ცენტრალური მცველია. ზოგჯერ, შესაძლოა, დაცვის ცენტრის დუეტს არასწორად ვარჩევ, მაგრამ მეც გამიგეთ. ვერმაელენიც, მერტეზაკერიც და კოსელნიც ძირითადში თამაშს იმსახურებენ.” – ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს Goal-ი.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მერტეზაკერმა 30 თამაში ჩაატარა, ვერმაელენმა – 27, ხოლო კოსელნიმ – 21. “ფულჰემთან” ახლახანს დასრულებული მატჩი, “არსენალმა” სწორედ გერმანელი მცველის გოლით მოიგო.

0.120821