ფეხბურთი

11:03 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ჟერვინიო მალე დაგვტოვებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ კოტდივუარელი თავდამსხმელი ჟერვინიო ლონდონურ კლუბს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დატოვებს.

“ჟერვინიოს მსურველ გუნდთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. დეტალებს უახლოეს დღეებში შეიტყობთ” – განაცხადა ვენგერმა “ნაპოლისთან” გამართული საშინაო ამხანაგური მატჩის (2:2) დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.

“არსენალის” თავკაცმა კლუბის სახელი არ გაამხილა. იტალიური პრესის ინფორმაციით კი არსენ ვენგერი “რომასთან” მიმდინარე მოლაპარაკებას გულისხმობდა.

ჟერვინიომ პრემიერლიგის გასულ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. აქედან 12 სასტარტო შემასდგენლობაში და თავი 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. 


 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117498