ფეხბურთი

16:47 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი და რემზი პრემიერლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს

 

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სექტემბრის თვეში ინგლისის პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ხოლო “მეთოფეთა” ნახევარმცველი აარონ რემზი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილ თვეში, ლონდონელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ამჟამად, სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. 22 წლის უელსელმა განვლილ 4 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

0.10366