ფეხბურთი

15:17 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტა ლიგის ფინალს ტოვებს და მუნდიალისთვის ემზადება

 

მადრიდის “ატლეტიკოს” ტრავმირებული ფორვარდი “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანური მედიის ცნობით, 25 წლის მეგოლე 15 დღეში გამოჯანმრთელდება და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.

მიუხედავად ყველაფრისა, მადრიდელთა სამედიცინო შტაბი “ატლეტიკოს” გულშემატკივრებს მცირე იმედს მაინც უტოვებს. არაა გამორიცხული, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა ფინალში ტრავმით რამდენიმე წუთი მაინც ითამაშოს.

“ატლეტიკოს” მედიკოსები საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული დაპირისპირება შაბათს შედგება.

0.129996