დანიური ინტერნეტგამოცემა bold.dk-ის ინფორმაციით, შარშან ზაფხულში “ორჰუსს” გორის “დილადან” მათე ვაწაძის შეძენა 5 მილიონი კრონა (900000 დოლარზე მეტი) დაუჯდა.
ეს ინფორმაცია ხსენებულ გამოცემასთან საუბარში “ორჰუსის” დირექტორმა იან კრისტენსენმა დაადასტურა: “ის დაახლოებით 5 მილიონი კრონა ღირს. ჩვენ გადავწყვიტეთ ინვესტიცია კვალიფიციურ ფეხბურთელში ჩაგვედო”.
ქართველ თავდამსხმელს გაზაფხულზე მიღებული კოჭის ტრავმის გამო 6 თვე გაუცდა და თამაში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მისი თქმით, სასურველი ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა: “ბედნიერი ვარ, რადგან დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და როგორც ვარჯიში, ასევე თამაში სრული დატვირთვით შემიძლია. მიუხედავად ამისა, ძალიან ცუდ ფორმაში ვარ. სრული რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი დრო მჭირდება, რათა სრულიად მწყობრში ვიყო”.
“ორჰუსში” 24 წლის ვაწაძემ 15 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.