შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას ესპანელ რაფაელ ნადალთან გასული 12 მატჩი ისე ჰქონდა წაგებული, გამარჯვება ერთ სეტშიც კი ვერ მიეთვალა, ნავსი კი, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გატეხა და ისტორიული წარმატება იზეიმა.
მელბურნში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ნადალი უდავო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, დაწყლულებული ხელის გამო, მის ქომაგებში გარკვეული ღელვა მაინც იგრძნობოდა.
რაფას ტრავმამ თამაშის მსვლელობისას თავი მართლაც იჩინა, მას ზურგის ტკივილიც დაემატა და ვავრინკას გამარჯვება გაუიოლდა. საბოლოოდ, მე-8 განთესვის მქონე შვეიცარიელმა პირველ ნომრად მიჩნეულ ესპანელს ოთხ სეტში 6:3, 6:2, 3:6, 6:3 სძლია.
ვავრინკამ კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო, “დიდი მუზარადის” ტურნირებზე კი, ცხადია, პირველად იმარჯვა. ისიც სათქმელია, რომ 28 წლის შვეიცარიელი უკანასკნელ 36 “მეიჯორზე” გაჩემპიონებული მხოლოდ მე-6 ჩოგბურთელი გახდა.
აქამდე ტურნირებს მხოლოდ ეს ხუთეული იგებდა: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან მარტინ