ჩოგბურთი

16:45 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში ბერდიხს ეთამაშება

შვეიცარიელი ჩოგბურთელი სტანისლას ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია. მან დიდი სენსაცია მოახდინა და მე-2 ნომრად განთესილი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ოთხ საათს გაწელილ მატჩში 2:6, 6:4, 6:2, 3:6, 9:7 დაამარცხდა.

“აუსტრალიან ოუფენზე” მე-8 განთესვის მქონე 28 წლის ლოზანელმა 17 ეისი მოაწოდა, 51 “ვინერი” ჰქონდა 60 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო სერბის მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 7 ეისი, 45 ”ვინერი”, 60 შეცდომა.

ნახევარფინალში ვავრინკას მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც ესპანელ დავიდ ფერერს 6:1, 6:4, 2:6, 6:4 მოუგო.

ვაჟთა ტურნირის კიდევ 2 ნახევარფინალისტი 22 იანვრის დილას გამოვლინდება. მეოთხედფინალში ტურნირის პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (22) გაეჯიბრება, ხოლო შვეიცარიელ როჯერ ფედერერი (6) ბრიტანელ ენდი მიურეის (4) ეთამაშება.

0.112863