“ვაშინგტონ უიზარდსმა” “ჩიკაგო ბულზს” მორიგი მატჩი სტუმრად 75:69 მოუგო და სერიაში 4:1 იმარჯვა. ამგვარად, დედაქალაქელებმა საპლეიფო სერია სათავისოდ 2005 წლის შემდეგ პირველად დაასრულეს, სულ კი, 1980 წლიდან მოყოლებული, ეს ვაშინგტონელთა მხოლოდ მე-3 წარმატებაა.
“უიზარდსს” სერიის მე-5 შეხვედრაში ჯონ უოლმა (24 ქულა, 7 მოხსნა) და ბრაზილიელმა ნენე ილარიომ (20 ქულა, 7 მოხსნა) ულიდერეს. ახლა, ვაშინგტონელები მორიგი მეტოქის მოლოდინში არიან, რომელიც “
უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს “ოკლაჰომა სიტი სანდერის” და “მემფის გრიზლისის” ჯახი, რომელთაც მე-5 შეხვედრა გამართეს და მათგან 4 უკანასკნელი (!) ოვერტაიმში დასრულდა.
ბოლო მატჩი ოკლაჰომაში შედგა და მემფისელებმა მეტოქეს ოთხიდან მე-3 ოვერტაიმი მოუგეს – 100:99, თუმცა კი, თამაშის დასკვნითი წამები ძალიან დრამატული გამოდგა. საფინალო სირენამდე 27.5 წამით ადრე კევინ დიურანტს მე-2 საჯრიმო უნდა შეესრულებინა, როდესაც მოულოდნელად მასთან ერთ-ერთმა მსაჯმა ჯოი კროუფორდმა მიირბინა, ბურთი ჩამოართვა და ტაბლოზე არასწორი ინფორმაციის გასწორება ითხოვა.
ოკლაჰომელთათვის სამწუხაროდ, ამ მცირე პაუზის შემდეგ, კევინმა გადამწყვეტი საჯარიმო ვეღარ ჩააგდო, თუმცა, მაპინძლებს გადარჩენის შანსი კიდევ მიეცათ. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლოსკენ იმავე დიურანტის აცილებული ბურთი სერჟ იბაკამ მოხსნა და მყის კალათში ჩააბრუნა, თუმცა, გამეორების ნახვის შემდეგ, მსაჯებმა დაასკვნეს, რომ დრო უკვე ამოწურული გახლდათ.
ამგვარად, დიურანტის 26 ქულა და რასელ უესტბრუკის სამმაგი დუბლი (30 ქულა, 10 მოხსნა, 13 პასი) წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, ხოლო “გრიზლისის” ლიდერად ზაკ რენდოლფი მოგვევლინა დაბლ-დაბლით (20 ქულა, 10 მოხსნა) და გუნდი სერიაში 3:2 დააწინაურა. 1 მაისს “გრიზლისი” შინ ითამაშებს და იქნებ, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსიროს.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა “ლოს ანჟელეს კლიპერსმა”, რომელიც ბოლო პერიოდში საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. უფრო სწორად, საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად კალიფორნიელთა მფლობელი დონალდ სტერლინგი იქცა, რომელიც რასისტულ საუბრებში ამხილეს.
ნბა-ს ხელმძღვანელთა გადაწვეტილებით, სტერლინგს ცხოვრების ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ფულადი ჯარიმა – 2.5 მილიონი დოლარიც დაეკისრა, თუმცა, “კლიპერსი” რთულ ვითარებას არ შეეპუა და “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 113:103 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო დეანდრე ჯორდანი გახლდათ 25 ქულით და 18 მოხსნით, ხოლო კრის პოლმა 20 ქულა და 7 პასი მიითვალა. “უორიორსის” მხრიდან კლეი ტომპსონმა 21 ქულა ჩააგდო, ანდრე იგუდალამ კი სამმაგი დუბლისკენ გაიწია – 18 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.
“კლიპერსი” სერიაში 3:2 დაწინაურდა, მორიგი მატჩი კი 1 მაისს, გოლდენ სტეიტში შედგება.
ჩიკაგო – ვაშინგტონი 69:75 (15:23, 26:18, 11:20, 17:14)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (16 ქ.), ბატლერი (16 ქ.), ბუზერი (10 ქ. 9 მ.), ნოა (6 ქ. 18 მ. 7 პ.), დანლივი (5 ქ.); გიბსონი (12 ქ.), ოგასტინი (4 ქ.), სნელი.
ვაშინგტონი: უოლი (24 ქ. 7 მ.), ნენე (20 ქ. 7 მ.), ბილი (17 ქ.), არიზა (6 ქ. 9 მ.), გორტატი (2 ქ. 13 მ.); ბუკერი (6 ქ. 7 მ.), მილერი, ტემპლი, უებსტერი.
ვაშინგტონმა მოიგო სერია 4:1
მემფისი: რენდოლფი (20 ქ. 10 მ.), კონლი (17 ქ.), გასოლი (11 ქ. 15 მ.), ლი (7 ქ.), პრინსი (7 ქ.); მილერი (21 ქ.), ალენი (7 ქ. 9 მ.), უდრიჰი (6 ქ.), კუფოსი (4 ქ.), დევისი.
მემფისი იგებს სერიას 3:2
კლიპერსი – გოლდენ სტეიტი 113:103 (31:21, 24:29, 22:22, 36:31)
კლიპერსი: ჯორდანი (25 ქ. 18 მ. 4 დ.), პოლი (20 ქ. 7 პ. 5 ჩ.), გრიფინი (18 ქ. 7 მ.), რედიკი (8 ქ.), ბარნსი (6 ქ.); კროუფორდი (19 ქ.), კოლისონი (15 ქ.), დევისი (2 ქ.), გრეინჯერი, თურქოღლუ.
გოლდენ სტეიტი: ტომპსონი (21 ქ.), იგუდალა (18 ქ. 8 მ. 8 პ.), ლი (18 ქ. 10 მ.), კარი (17 ქ.), გრინი (10 ქ. 11 მ.); ო’ნილი (8 ქ.), ბარნსი (5 ქ.), სპეიტსი (4 ქ.), კროუფორდი (2 ქ.), ნედოვიჩი, ბლეიკი, არმსტრონგი.
კლიპერსი იგებს სერიას 3:2