ჭადრაკი

23:37 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე...

7 ნოემბრიდან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სტარტს აიღებს ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც ტრადიციულად საქართველო ქალთა და ვაჟთა ნაკრებებიც ითამაშებენ.

როგორც ყოველთვის, ფავორიტთა შორისა საქართველოს ქალთა გუნდი, რომელიც ევროპირველობაზე რეიტინგით (2491) მეორე ნომერია უკრაინის (2498) შემდეგ, მე-3 ადგილზე კი რუსეთია (2491).

ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 1. ნანა ძაგნიძე (2556), 2. ბელა ხოტენაშვილი (2524), 3. ნინო ხურციძე  (2462), 4. ლელა ჯავახიშვილი (2423), 5. მერი არაბიძე (2374).

გუნდის კაპიტანი საჭადრაკო ოლიმპიადების სამგზის გამარჯვებული ნინო გურიელია, ხოლო მწვრთნელები – საერთაშორისო დიდოსტატები ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრები სატურნირო რეიტინგ-ლისტში მე-14 ნომრადაა განთესილი რეიტინგით – 2619). გუნდის რიგებში შემდეგი მოჭადრაკეები მოხვდნენ: 1. ბაადურ ჯობავა (2694), 2. მიხეილ მჭედლიშვილი (2630), 3. ლევან ფანცულაია (2595), 4. მერაბ გაგუნაშვილი (2556), 5. გაიოზ ნიგალიძე (2494).

ვაჟთა ნაკრების კაპიტანი საერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა გახლავთ, მწვრთნელი კი საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა.

ვაჟებში რეიტინგით უძლიერესი სამეული ასე გამოიყურება: 1. რუსეთი (2747), 2. სომხეთი (2715), 3. ინგლისი (2695).

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის პარტიები 8 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი, ხოლო დასკვნითი მე-9 ტური 17-ში ჩატარდება.

0.118753