ფეხბურთი

17:16 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანს თვე გაუცდება

მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი უახლოეს თვეს მკურნალობას მოანდომებს. “სამეფო კლუბის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ფრანგი მოედანს იანვრამდე ვერ დაუბრუნდება.

“ვარანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. სულ მალე, მას მუხლი მოუმაგრდება და სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს. რაფაელი თამაშს იანვარში დაიწყებს, იქამდე კი, მის დაბრუნებას არ ელოდოთ”, - უთხრა იტალიელმა მადრიდელ ჟურნალისტებს.

“რეალის” სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მადრიდელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დისკომფორტს აღარ განიცდის და აბსოლუტურად ჯანმრთელია.

 

0.132038