მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი, მიმდინარე წელს, დიდი ალბათობით, ვეღარ ითამაშებს.
20 წლის ფეხბურთელი კი ვარჯიშობს, მაგრამ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, ის ვარანის გამოყენებას მომდევნო წლიდან აპირებს.
“ვარანი მსუბუქ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასრულებს. ჩვენი მიზანი მისი მომდევნო წლის თამაშებისთვის სრულფასოვნად მომზადებაა.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.