ფეხბურთი

17:14 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი თასის ფინალს გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ტრავმირებულია და ის ესპანეთის სამეფო თასის ფინალს გამოტოვებს.

ვარანმა ტრავმა “ესპანიოლთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. როგორც გაირკვა, მას ოპერაცია სჭირდება, რის შემდეგაც, 20 წლის უკანახაზელი 4-6 კვირას გამოტოვებს. ეს ნიშნავს, რომ ვარანისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

ფრანგი მცველის არყოფნა ჟოზე მოურინიოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგორც ცნობილია, ტრავმირებულნი არიან არვალო არბელოა და მარსელოც, ხოლო პეპესთან პორტუგალიელ სპეციალისტს კონფლიქტი აქვს. მადრიდული Marca-ს ცნობით, 17 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, რომელშიც “რეალი” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, “სამეფო კლუბის” დაცვა ასეთი იქნება: ესიენი, ალბიოლი, რამოსი, კოენტრაუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11323