მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მცველმა რაფაელ ვარანმა, შესაძლოა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საწყისი ტურის შეხვედრები გამოტოვოს.
AS-ის ინფორმაციით, 20 წლის ფრანგმა ერთ-ერთი ვარჯიშისას მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და იძულებული გახდა, მზადების პროცესი შეეწყვიტა. უახლოეს დღეებში მას სრულფასოვან გამოკვლევას ჩაუტარებენ და ცნობილი გახდება, თუ რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას.
შეგახსენებთ, რომ მუხლის პრობლემის გამო მას მაისში ოპერაცია გაუკეთეს, ფრანგი რამდენიმე თვე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და ახლაღა განაახლა ვარჯიში.