ფეხბურთი

17:04 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი “გალათასარაისთან” საეჭვოა

მადრიდის “რეალის” ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი დღეს, “სარაგოსას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და მან, შესაძლოა, “გალათასარაისთან” გასამართი საჩემპიონთალიგო დაპრისიპირებაც გამოტოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ ვარანი “სარაგოსასთან” იმიტომ დაასვენა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალები “გალათასარაისთვის” შეენახა. თუმცა, ფრანგული L’Equipe-ს ცნობით, 19 წლის უკანახაზელს ზურგის ტრავმა აწუხებს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “გალათასარაის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მიმდინარე სეზონში, ვარანმა “რეალის” მაისურით 25-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122807