ფეხბურთი

12:49 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი ერთ კვირაში დაბრუნდება

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს და მოედანს დაახლოებით ერთ კვირაში დაუბრუნდება.

20 წლის ფეხბურთელმა მაისში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი გაიარა, ცოტა ხნის წინ კი, იმავე მუხლზე ტკივილი იგრძნო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ის “სამეფო კლუბს” დიდი ხნით დააკლდებოდა.

Lequipe-ს ინფორმაციით, ვარანს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სირთულე დაადგინა. მადრიდელების შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან დაზიანება სერიოზული არაა და რაფაელი სავარჯიშო პროცესს დაახლოებით ერთ კვირაში დაუბრუნდება. ამრიგად, ის პრიმერა დივიზიონის პირველ მატჩში “რეალს” “ბეტისის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

 

0.112451