ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაისთან” გასამართი მატჩის წინ, მადრიდის “რეალს” 2 მცველი, ფაბიო კოენტრაუ და რაფაელ ვარანი დაუბრუნდნენ.
კოენტრაუმ და ვარანმა ლა ლიგის ბოლო თამაში გამოტოვეს. იყო მოლოდინი, რომ ისინი მონაწილეობას ვერც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მიიღებდნენ, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ გუშინ საღამოს, ორივე ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ესპანური პრესის ცნობით, მოურინიო “გალათასარაისთან” იმ სასტარტო შემადგენლობის დაყენებას აპირებს, რომლითაც მან მანჩესტერში ითამაშა და აქედან გამომდინარე, ვარანსა და კოენტრაუს ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდეთ.