ფეხბურთი

18:30 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი: “მომეცით საშუალება, ამ მონენტით დავტკბე!”

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების გმირი რობინ ვან პერსი, “ასტონ ვილას” კარში ჩემპიონობის გამფორმელები ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ აცხადებს, რომ ის თავის ყოფილ გუნდთან, “არსენალთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე არ ფიქრობს, რადგან ჩემპიონობით ტკბება.

“მომეცით საშუალება, ამ მომენტით დავტკბე! შემდეგი თამაში “არსენალთან” გვაქვს, მაგრამ ახლა ჩემპიონობით ტკბობა მსურს.

როდესაც გუნდი იგებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის გააქვს გოლი. პირველივე წუთებიდან ყველამ შესანიშნავად ითამაშა და კარგია, რომ ანგარიშის სწრაფად გახსნა მოვახერხეთ. ბრწყინვალე მოგება იყო!

ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტათი უჩვეულო გრძნობაა. პირველ ტიტულს დიდხანს ველოდი. “მანჩესტერი” ფანტასტიკური გუნდია, რომელშიც ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ. სამწვრთნელო შტაბი, მენეჯერები, კლუბის მუშაკები – ქება ყველა მათგანმა დაიმსახურა.” – აცხადებს რობინ ვან პერსი.

რობინ ვან პერსი უკვე 29 წლისაა, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მან კარიერაში პირველად მოახერხა. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდება. “ასტონ ვილას” კარში 3 გოლის გატანის შემდეგ, მას 24 ბურთი დაუგროვდა. მართალია, ლუის სუარესი ჰოლანდიელს 1 გოლით ჩამორჩება, მაგრამ ურუგვაელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება და მიმდინარე სეზონში ის გატანას, სავარაუდოდ, ვეღარ მოახერხებს.

0.114312