ფეხბურთი

12:43 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი მძიმე ტრავმას გადაურჩა

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა და დღეისათვის ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მეგოლემ, რობინ ვან პერსიმ “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” ბოლო მატჩში ბურთის ჩაწოდებისას წამით კონცენტრაცია დაკარგა და კართან არსებულ ფოტორეპორტიორებისთვის განკუთვნილ ორმოში ჩავარდა. შედეგად ის შეცვალეს. შკყ შპორტს-ის ცნობით, ჰოლანდიელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და მას ბარძაყის დაზიანება დაუდგინეს. თუმცა, ტრავმა მძიმე არ არის და ის მალე განაახლებს ვარჯიშს. სავარაუდოდ, რობინი მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (5 მარტს) ითამაშრბს, თუმცა 2 მარტს, “ნორვიჩთან” დაგეგმილი, პრემიერლიგის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
 

0.116224