“მანჩესტერ იუნაიტედს”, თითქოს სხვა პრობლემები არ ეყოფოდა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, რობინ ვან პერსი მინიმუმ ერთი თვით გამოაკლდა.
30 წლის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, “ოლიმპიაკოსთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩში, თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა და გუნდს მეოთხედფინალში გაუძღვა. იმავე თამაშში, ვან პერსიმ ტრავმა მიიღო.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ვარაუდობრა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ ექიმების დასკვნა გაცილებით პესიმისტურია. Sky Sports-ის ცნობით, ვან პერსის მუხლის ტრავმა აქვს და ის ოთხიდან ექვს კვირამდე იუქმებს. ეს ნიშნავს, რომ მანჩესტერელთა მე-20 ნომერი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბაიერნთან” გასამართ ორივე დაპირისპირებას გამოტოვებს.